კეტრინ ეშტონი და შტეფან ფულე საქართველოში მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

ოთხშაბათი, 27 მარტი, 2013 - 16:17

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი კეტრინ ეშტონი და ევროკომისარი გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში

შტეფან ფულე საქართველოში მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

 "ჩვენ მივესალმებით საქართველოს პარლამენტის მიერ ერთობლივად მიღებულ მნიშვნელოვან საკონსტიტუციო ცვლილებებს. ორივე პარტიის მიერ მიღწეული კონსენსუსი, რომელიც ამყარებს ამ შეთანხმებას, მეტყველებს მხარეების ვალდებულებაზე ქართულ პოლიტიკაში სამართლიან მმართველობაზე.

 საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც ადასტურებს დემოკრატიული არჩევნებით მოსული პარლამენტის როლს ახალი მთავრობის დანიშვნის საკითხში, აერთიანებს საქართველოს და აყალიბებს ყველა პარტიის ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელოვან პრეცედენტს.

 ევროკომისარი ფულე მოუწოდებს საქართველოს ყველა დაინტერესებულ მხარეს - გააგრძელონ ერთობლივი მუშაობა ამ კონსტრუქციული სულისკვეთებით ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე", - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.65
  • 1.45