თეატრის საერთაშორისო დღე ეტიუდების მეხუთე ფესტივალით აღინიშნა

ოთხშაბათი, 27 მარტი, 2013 - 15:26

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და მარჯანიშვილის თეატრი ერთად აღნიშნავენ თეატრის საერთაშორისო დღეს - 27 მარტს.

მეხუთე წელია, მარჯანიშვილის თეატრი „ეტიუდების ფესტივალს“ მასპინძლობს. 26 მარტს ნაჩვენები იქნა 12 სარეჟისორო ეტიუდი, დღეს 27 მარტს, 19:00-საათზე - თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე სამსახიობო ეტიუდებს წარმოადგენენ. ეტიუდთა ხანგრძლივობა არ აღემატება 7 წუთს.

6 სამსახიობო ეტიუდის ნახვის შემდეგ, კომპეტენტური ჟიური დროებით დატოვებს დარბაზს და მიიღებს გადაწყვეტილებას, გამოავლენს გამარჯვებულებს შემდეგ ნომინაციებში: გრან პრი, საუკეთესო სარეჟისორო და სამსახიობო ეტიუდები, საუკეთესო შემსრულებელი გოგო და ბიჭი, სტუდენტური ჟიურის სიმპათია.

ნომინაციებში გამარჯვებულებს, თეატრალური უნივერსიტეტი და მარჯანიშვილის თეატრი გადასცემენ ფულად ჯილდოებს.

ფესტივალის ორგანიზატორია უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა. ფესტივალის მხატვრული ხელმძღვანელი თემო კუპრავა გახლავთ.

ფესტივალის მიზანია თეატრის საერთაშორისო დღის აღნიშვნა, სტუდენტებში პროფესიული მოტივაციის ამაღლება, შემოქმედების პოპულარიზაცია და ამით მათი წახალისება. ასევე, ახალი სახეების აღმოჩენა და ტალანტების გამოვლენა.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.4
  • 2.79
  • 3.13
  • 0.04
  • 0.67
  • 1.41