შსს ავტოკატასტროფაში დაღუპული თანამშრომლების შესახებ განცხადებას ავრცელებს

ოთხშაბათი, 27 მარტი, 2013 - 15:33

დღეს, გამთენიისას, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის 35-ე კმ-ზე, შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხაშურის რაიონის სამმართველოს უფროსი ნუგზარ ლომიძე და მისი მოადგილე თენგიზ წივწივაძე სოფელ წეროვანთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპნენ.

თანმხვედრი მიმართულებით მოძრავი „მერსედესი"-სა და „ტოიოტა ლენდკრუიზერი"-ს მარკის ავტომანქანები ერთმანეთს შეეჯახა, რა დროსაც „ტოიოტა ლენდკრუიზერი", რომლითაც პოლიციელები მოძრაობდნენ, გზის უკიდურეს მარჯვენა ზოლში გადავიდა და ბეტონის გზისგამყოფს რამდენჯერმე დაეჯახა.

შეჯახების მიზეზების დასადგენად, ავტოტექნიკური, ავტოტრასოლოგიური და სამედიცინო ექსპერტიზა დაინიშნა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულების ოჯახებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.65
  • 1.45