საქართველოში არაფერი შეცვლილა, ისევ არიან მდიდარი პოლიტიკოსები და უღარიბესი ხალხი - თემურ შაშიაშვილი

ოთხშაბათი, 27 მარტი, 2013 - 15:12

„თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი უახლოეს მომავალში მნიშვნელოვან პოლიტიკურ განცხადებას გააკეთებ. მისი თქმით, ქვეყანაში სახეზეა ძალიან სერიოზული პრობლემა - პოლიტიკის მონოპოლიზება.

„ასე იყო «მოქკავშირის» დროს, ასე იყო სააკაშვილის დროს და ასეა ახლაც, როცა კოაბიტაცია გაიგეს იმგვარად, რომ თურმე მხოლოდ ორი პოლიტიკური ძალა უნდა დარჩეს და დანარჩენი ყველა უნდა მოკვდეს!.. მე ამაში ძალიან საგანგაშო სიმპტომებს ვხედავ და ამის გაკეთებას არავის ვურჩევ", - აცხადებს თემურ შაშიაშვილი.,

შაშიაშვილის ინფორმაციით მიხეილ სააკაშვილმა, "ნაცმოძრაობის" იმ დეპუტატებს, რომლებიც საკონსტიტუციო ცვლილებებს აძლევდნენ ხმას, ხმის მისაცემი ბარათები წაართვა და მათ "მოღალატეები" უძახა.

„...არც ბიძინა ივანიშვილის, არც პარლამენტის თავმჯდომარისა და არც ერთი დეპუტატის გადაწყვეტილება ის არ იყო, რომ 21 მარტს პარლამენტში სარეიტინგო კენჭისყრა ჩატარებულიყო, ეს ამბავი გადაწყვიტა უცხო სახელმწიფომ“, - აცხადებს თეთრების ლიდერი.

თემურ შაშიაშვილს სახიფათო ტენდენციად მიაჩნია ის, რომ მისი თქმით,  საქართველო დღემდე იმართება გარედან და ქვეყანამ უნდა დაიბრუნოს რეალური დამოუკიდებლობა.

„თუ გინდა, რომ შენს ქვეყანას სიკეთე მოუტანო, ამერიკასთანაც და რუსეთთანაც კარგად უნდა იყო ან უნდა იყო ორივესადმი ნეიტრალური… თუ ერთთან კარგად ხარ და მეორესთან _ ცუდად, ეს იმას ნიშნავს, რომ ხარ შენი ქვეყნის დაუძინებელი მტერი!.. ეს დაემართა საქართველოს და ეს იყო სააკაშვილის და არა საქართველოს არჩევანი!.. ამიტომ ვამბობ, დღეს ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, რომ დავიბრუნოთ დამოუკიდებლობა!..“ - აცხადებს შაშიაშვილი.

პრობლემა, რასაც „თეთრების“ ლიდერი ასევე ხაზს უსვამს, არის საქართველოში დღემდე გამეფებული მწვავე სოციალური უსამართლობა.

„დღეს საქართველო დაყოფილია კასტებად და საქართველოში გვყავს მდიდარი პოლიტიკოსები და უღარიბესი ხალხი. მე მეგონა, ბატონი ბიძინა შეცვლიდა ამას, არ დაუშვებდა, რომ პენსიონერზე ოცჯერ მეტი ხელფასი ხელისუფლებაში ვინმეს ექნებოდა, მაგრამ შევცდი. ტენდენციებია ძალიან ცუდი. იმ ხალხისკენ არავის გაუხედავს, რომელმაც "ოცნების" გამარჯვებისთვის ყველაფერი გაიღო, ისევ თავიანთი ნათესავები მოიყვანეს, ისევ უმუშევრობა, ისევ შიმშილი“, -  ასკვნის „თეთრების“ ლიდერი.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.65
  • 1.45