ე.წ საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული უშანგი დოთიაშვილი ცხინვალშია გადაყვანილი

ოთხშაბათი, 27 მარტი, 2013 - 15:09

შიდა ქართლის გუბერნატორის პირველი მოადგილე ზურაბ ჩხეიძე გორის რაიონის სოფელ კირბალიდან გატაცებული უშანგი დოთიაშვილის ოჯახის წევრებს შეხვდა. 18 წლის ახალგაზრდის მშობლების განცხადებით, მათი შვილი გუშინ ფიჩხის შესაგროვებლად წავიდა და რუსმა მესაზღვრეებმა სოფლიდან 150 მეტრში დაიჭირეს. ამჟამად დოთიაშვილი ცხინვალშია გადაყვანილი ე.წ საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით. ოჯახის წევრებმა მათი შვილის ადგილსამყოფელის შესახებ სამართალდამცავებისგან დღეს დილით გაიგეს.

ადგილობირივი მოსახლეობა დაუცველად გრძნობს თავს და უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიღებას ითხოვს. მათი თქმით, 2008 წლის აგვისტოს შემდეგ სოფელ კირბლიდან ადგილობრივების გატაცების ეს უკვე 37-ე შემთხვევაა.

„საჭიროა საპრევენციო ღონისძიებების გატარება და მეტი პრინციპულობა იმ ადამიანების მხრიდან ვინც მოლაპარაკებების პროცესშია ჩართული. თუ ჩვენ სწრაფი რეაგირების მექანიზმებს არ გამოვიყენებთ მსგავს სიტუაციაში, რთული იქნება იმაზე საუბარი, რომ ჩვენი მოსახლეობა კონფლიქტის მიმდებარე სოფლებში დაცულია“- აღნიშნა ზურაბ ჩხეიძემ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.04
  • 3.45
  • 0.04
  • 0.65
  • 1.46