იმედია, აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტები მუდმივი შემოწმების რეჟიმში არ დარჩებიან - კახა ბენდუქიძე

ოთხშაბათი, 27 მარტი, 2013 - 15:07

იმედია, აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტები მუდმივი შემოწმების რეჟიმში არ დარჩებიან, -  განაცხადა კახა ბენდუქიძემ და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში მსგავსი შემოწმებები აღარ განმეორდება.

"ძალიან კარგია, რომ ბავშვების მხარდაჭერის შედეგად მივიღეთ შედეგი, ვნახოთ ახლა, შემდეგ როგორ განვითარდება მოვლენები. იმედია, კიდევ ერთი კომისია არ შემოვა და ჩვენ მუდმივად შემოწმების რეჟიმში არ ვიქნებით", - განაცხადა კახა ბენდუქიძემ.

აკრედიტაციის ეროვნულმა საბჭომ აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია გუშინდელი განხილვის შემდეგ დაუბრუნა.

ახალი გადაწყვეტილება ავტორიზაციის აღდგენის შესახებ ძალაში 12 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებისთანავე შევა.

შეგახსენებთ რომ, 12 მარტს აკრედიტაციის ერიოვნულმა საბჭომ აგრარულ უნივერიტეტს აკრედიტაცია შეუჩერა. საბჭომ უნივერსიტეტს ავტორიზაცია რამდენიმე მიზეზით გაუუქმა. კერძოდ, უხეშ დარღვევად ჩაითვალა ის, რომ სასწავლო სილაბუსებში მითითებული ლიტერატურიდან ყველა წიგნი არ იყო ბიბლიოთეკაში, ან ზოგ წიგნზე არ იყო გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები. ძირითად დარღვევებს შორის დასახელდა აკადემიური პერსონალის შერჩევისა და დანიშვნის საკითხი, კერძოდ, ის, რომ უნივერსიტეტმა კონკურსი გამოაცხადა ერთ ვაკანსიაზე, თუმცა აიყვანა ორი ლექტორი, რადგან ორივე კანდიდატი მოეწონა კომისიას. ავტორიზაციის საბჭოს აზრით, ამით დაირღვა შეჯიბრებითობის პრინციპი.

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.12
  • 3.51
  • 0.05
  • 0.68
  • 1.5