“სილქნეტის” დახმარებით ორ პატარა პაციენტს სიცოცხლე შეუნარჩუნდა

ოთხშაბათი, 27 მარტი, 2013 - 15:05

კომპანია „სილქნეტმა“ „ბავშვთა ახალ კლინიკას“ (ყოფილი ჟვანიას სახელობის ბავშვთა საავადმყოფო) რამდენიმე დღის წინ ახალი თაობის Drager Babylog 8000 plus სუნთქვის აპარატი საჩუქრად გადასცა.

 როგორც კლინიკაში აცხადებენ, აპარატის მოტანის დღესვე 2 პატარა პაციენტს გამოჯანმრთელების შანსი მიეცა.

„კომპანია „სილქნეტის“ დახმარებით, პირველად საავადმყოფოს ისტორიაში, კლინიკას ახლა უკვე უახლესი ტექნოლოგიის ხელოვნური სუნთქვის აპარატით შეუძლია შეუნარჩუნოს სიცოცხლე პატარა პაციენტებს“, – განაცხადა „ბავშვთა ახალი კლინიკის“დირექტორის მოადგილემ ლევან კობიაშვილმა.

ბავშვთა კლინიკის პრობლემების შესახებ კომპანიაში წლის დასაწყისში გახდა ცნობილი. მართვითი სუნთქვის აპარატის არქონის გამო, სერიოზულად ფერხდებოდა ახალშობილთა რეაბილიტაცია და გაჯანსაღების პროცესი „ბავშვთა ახალ კლინიკაში“. ახალშობითა რეანიმაციულ განყოფილებაში პაციენტთა 80% აღენიშნება ახალშობილთა რესპირატორული დისტრეს სინდრომი, რომელთა 70% ესაჭიროება ფილტვის ხელოვნური ვენტილაცია – მაღალი სიხშირის რეჟიმით.

ექიმების აზრით, ახალი თაობის სუნთქვის აპარატი თვეში ოცამდე პატარას სიცოცხლეს იხსნის.

ყოველ თვე ათეულობით მძიმე მდგომარეობაში მყოფი დღენაკლული ჩვილი ხვდება. მათი გადარჩენისთვის უახლესი ტექნოლოგიის ხელოვნური სუნთქვის აპარატი იყო საჭირო. აქამდე ასეთი აპარატი, მისი ღირებულების გამო, კლინიკისთვის არ იყო ხელმისაწვდომი.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.44
  • 2.88
  • 3.29
  • 0.04
  • 0.55
  • 1.44