წვევამდელს, კომისიაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, 1 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრება

ოთხშაბათი, 27 მარტი, 2013 - 14:57

თბილისის მერიის ადმინისტრაციის სამობილიზაციო სამსახურის უფროსი ზაზა წვერავა თბილისის ათი რაიონის გამგებელს შეხვდა. შეხვედრაზე დედაქალაქის მუნუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა მიმდინარე სეზონზე სამხედრო სავალდებულო გაწვევასთან დაკავშირებულ პრობლემებზე და წვევანდელთა ინფორმირებულობის აუცილებლობაზე ისაუბრეს.

„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის“ კანონის თანახმად, მიმდინარე საგაზაფხულო გაწვევის დროს, თბილისში პრობლემები დაფიქსირდა, რის გამოც გამგებლებმა დედაქალაქში მცხოვრებ იმ პირებს, რომელთაც სამხედრო სავალდებულო გაწვევა ეხება, გამგეობებში დროულად გამოცხადებისკენ მოუწოდეს.

 „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონის 28-ე მუხლის საფუძველზე წვევამდელები, რომლებსაც შესაბამისი უწყება მიუვათ ვალდებულნი არიან დაუყონებლივ გამოცხადნენ გამწვევ კომისიასთან, მიუხედავად იმისა ეკუთვნის თუ არა მათ გაწვევის გადავადება. იმ შემთხევევაში, თუ წვევამდელს ეკუთვნის სავალდებულო სამხედრო გაწვევის გადავადება, მან უნდა წარმოადგინოს დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რათა თავიდან იქნას აცილებული კანონით გათვალისწინებული ჯარიმა, რომელიც 1 000 ლარის ოდენობით, რომელიც კომისიასთან გამოუცხადებლობის გამო დაეკისრებათ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.93
  • 3.3
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46