ბანანი ძალების სწრაფად აღდგენის შესანიშნავი საშუალებაა

ოთხშაბათი, 27 მარტი, 2013 - 14:45

ბანანში არის ბევრი უჯრედისი, ამასთან, დიეტაში თუ ბანანს ჩავრთავთ, მას შეუძლია ნაწლავების ნორმალური მუშაობის აღდგენა. ბანანი ბრწყინვალე შემცვლელია სასაქმებელი საშუალებების.

ბანანი შეიცავს ნატურალური შაქრის სამ სახეობას – საქაროზას, ფრუქტოზასა და გლუკოზას, რაც უჯრედისთან ერთად იწვევს ძალების მომენტალურად აღდგენასა და ზრდას. მართალია, რომ სამსახურში ის ძალების სწრაფად აღდგენის შესანიშნავი საშუალებაა.

მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ 2 ბანანს შეუძლია საათნახევრის განმავლობაში ინტერსიური ვარჯიშის შემდეგ მოგცეთ ენერგია. მაგრამ ბანანებს არა მხოლოდ ენერგიის მონიჭება შეუძლიათ. მათ ძალა შესწევთ უკუაგდონ და თავიდან აგაცილოთ მრავალი დაავადება და უბრალოდ გაგიუმჯობესოთ ჯანმრთელობა.

ბანანს შეუძლია სისხლში ჰემოგლობინის მომატება, მასში არის რკინის დიდი რაოდენობა.

ბანანი ერთადერთი ცოცხალი ხილია, რომლის ჭამაც შესაძლებელია გამწვავებული წყლულის დროსაც. ის ანეიტრალებს გაზრდილ მჟავიანობას და კუჭის ლორწოს გაღიზიანებას ამცირებს. ბანანი ქრონიკული გასტრიტის დროს მდგომარეობას აუმჯობესებს.

ერთ ბანანში 400 მილიგრამი კალიუმია, რაც სიცოცხლისათვის აუცილებელი მინერალია, რომელიც გვეხმარება გულის მუშაობის ნორმალიზებაში, ტვინს ჟანგბადის მომარაგებით უზრუნველყოფს და წყლის ბალანსს არეგულირებს.

მანამდე, სანამ მწერის ნაკბენზე რაიმე კრემს წაისვამდეთ, სცადეთ ნაკბენზე ბანანის ქერქის შიდა მხარის წასმა. ბევრ ადამიანს საოცრად ეფექტურად მიაჩნია ეს საშუალება გაღიზიანებისა და ნაკბენის შესიების დროს.

სკოლის მოსწავლეებმა და არა მარტო მათ, საუზმეზე, დასვენებებსა და სადილზე უნდა ჭამონ ბანანები იმისათვის, რომ გაიუმჯობესონ გონებრივი შესაძლებლობანი.

ბანანს აქვს ბუნებრივი გამანეიტრალებელი მჟავის შემცველობა, ამიტომ გულძმარვასთან ბრძოლაში ბრწყინვალე საშუალებას წარმოადგენს.

ბანანის ენერგეტიკული ფასეულობა 100 გრამზე 90 კილოკალორიას წარმოადგენს, რაც არც ისე ცოტაა. ასე რომ, ზედმეტ წონასთან ბრძოლისას ბევრი ბანანის ჭამა რეკომენდებული არ არის.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.65
  • 1.45