საქართველოს ფინანსთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ოთხშაბათი, 27 მარტი, 2013 - 14:43

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ფინანსთა მინისტრის მიმდინარე  წლის 25 იანვრის ბრძანებასთან დაკავშირებით, რომელიც საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცებას ეხება, განცხადებას ავრცელებს. "ჯეონიუსი" გთავაზობთ განცხადების ტექსტს:

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 25 იანვრის ბრძანებასთან დაკავშირებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ აღნიშნული ბრძანების გამოცემის მიზანია, ამ სფეროში სიტუაციის მოწესრიგება კანონმდებლობით განსაზღვრული ფორმებით.

აღნიშნული საკითხის გარშემო ფინანსთა სამინისტრო კონსულტაციებს მართავს საგადასახადო ომბუდსმენთან, სხვადასხვა გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლებთან და არასამთავრობო სექტორთან, მათ შორის, „საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოსთან“. ჩვენ მზადყოფნას გამოვთქვამთ აქტიური მუშაობის რეჟიმში გავითვალისწინოთ მათი რეკომენდაციები და შენიშვნები, იმისთვის, რათა მიღებულ იქნას ოპტიმალური გადაწყვეტილება - კვლავ არ მოხდეს ბაზრის ხელოვნური მონოპოლიზება, ქვეყანაში არ დაირღვეს ფისკალური წესრიგი და ყველა კომპანიამ დააკმაყოფილოს აღნიშნულ სფეროში მუშაობისთვის საჭირო საერთაშორისო სტანდარტები", - ნათქვამია განცხადებაში.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.4
  • 2.79
  • 3.13
  • 0.04
  • 0.67
  • 1.41