როგორ შევარჩიოთ მამაკაცის სუნამო

ოთხშაბათი, 27 მარტი, 2013 - 14:32

სუნამო ავტო-მოყვარულისთვის - ავტო-მოყვარული ის მამაკაცია, რომელიც კარგად ერკვევა ავტომობილების მოდელებში, დიდ დროსა და სახსრებს სწირავს მანქანაზე ფიქრსა და ზრუნვას.

ის საკმაოდ აქტიურია, მაგრამ ფეხით სეირნობასა და ჯანსაღ ცხოვრებას საყვარელი ავტომობილით გადაადგილებას ამჯობინებს, ამიტომ მას არც მანქანის ზეთის სუნი ეუცხოება. ასეთ მამაკაცს დინამიკური და სპორტული სტილის შესაფერისი, მძაფრი სურნელის სუნამო მოუხდება. იდეალური იქნება ცივი, ე.წ. ზამთრის არომატები.

სუნამო ბიზნესმენისთვის - სურნელმა საქმიან ადამიანს არ უნდა გაუფანტოს გონება, არ დაახვიოს თავბრუ და აატკივოს თავი, არ უნდა მოაცდინოს მნიშვნელოვან საქმეებს. ამიტომ მკვეთრი და მძიმე სურნელი მას არ შეეფერება. ბიზნესმენისთვის განკუთვნილი არომატი უნდა იყოს დამამშვიდებელი და მდგრადი. შეურჩიეთ მას ე.წ. ცივი სურნელის მქონე სუნამო, რომელიც არც მის ირგვლივ მყოფთ გააღიზიანებს.

სუნამო წარმატებული მამაკაცისთვის - "ყისმათიანი" მამაკაცის წამოწყებული ყველა საქმე კარგად მთავრდება - ის იგებს ლატარეას, უმართლებს სიყვარულში... ასეთ ადამიანს ყვავილების არომატით გაჯერებული, მკვეთრი, მაგრამ დახვეწილი სუნამო მოუხდება.

სუნამო გურმანისთვის - გურმან მამაკაცს, ბუნებრივია, დახვეწილი გემოვნება აქვს. თუ მატერიალური მდგომარეობა არ აბრკოლებს, ახალგახსნილ რესტორანს ქვეყნის დასალიერშიც კი ესტუმრება. მისთვის სუნამოს შერჩევისას გასათვალისწინებელია, რომ სურნელმა არ გადაფაროს მისთვის ასე მნიშვნელოვანი საკვების სურნელი. ამიტომ გურმანისთვის მისაღები იქნება ცივი, მაგრამ მსუბუქი არომატი, რომელიც მას არ შეაწუხებს და რომელსაც მხოლოდ ირგვლივ მყოფები იგრძნობენ.

სუნამო ჯენტლმენს - მას თავბრუდამხვევი, მაგრამ მსუბუქი არომატი მოუხდება. ბუნებრიობის მოყვარულ მამაკაცს იზიდავს ნატურალური ქსოვილები, ახალი ხილი და ბოსტნეული, აშინებს უჩვეულო სუნები, უნდობლად ეკიდება ქიმიურად შექმნილ არომატებს, ამიტომ მისთვის განკუთვნილი სუნამო ბუნებრივი და კლასიკური შტრიხებით უნდა გამოირჩეოდეს.

სიცოცხლისმოყვარე მამაკაცისთვის სასურველი სუნამო  - ოპტიმისტი, მხიარული, მოღიმარი, დადებითი ემოციებით დამუხტული - აი, ასეთია სიცოცხლის მოყვარული მამაკაცი. მას ყვავილების სურნელით გაჯერებული არომატი შეეფერება.

სუნამო იდუმალი მამაკაცისთვის - იდუმალი მამაკაცი თავის თავშია ჩაფლული და განცდებს არავის უზიარებს, მასზე რაიმეს შეტყობა ძნელია. სუნამოც მისი იდუმალი ხასიათის გამომხატველი უნდა იყოს.

სუნამო ინტელექტუალისთვის - ის გვაოცებს ცოდნის სიღრმით, კითხვის, ხარისხიანი მუსიკისა და კინოკლასიკისადმი დაუოკებელი მისწრაფებით. ასეთ მამაკაცს მოუხდება ახალი, მაგრამ ცივი და დახვეწილი სურნელი.

კონსერვატორისთვის სასურველი არომატი - არსებობს მამაკაცთა ტიპი, რომელთაც არ უყვართ ცხოვრებისეული სიახლეები და ცვლილებები. ისინი ზედმეტი ჩარევის გარეშეც ღირსეულად გამოიყურებიან. გადაჭრით უარყოფენ პარფიუმერიულ სიახლეებსაც, ამიტომ ასეთ მამაკაცს მხოლოდ კლასიკური სუნამო უნდა მიუძღვნათ.

სუნამო ლიდერს -  პირველობას ჩვეულ და ამბიციებით სავსე ლიდერს სამყაროს ყველა მოდური სიახლის გათვალისწინებით უნდა შეურჩიოთ სუნამო. სურნელი მკვეთრი და თითქმის გამაოგნებელი უნდა იყოს.

სუნამო მაჩოს - მაჩო სილამაზის, ვაჟკაცობისა და ძალის განსახიერებაა. რაც უნდა საკვირველი იყოს, მისთვის სუნამოს შერჩევა ადვილია, რადგან მის მშვენიერ გარეგნობას პრაქტიკულად ნებისმიერი არომატი მოუხდება.

რომანტიკოსისთვის სასურველი სუნამო - რომანტიკოს მამაკაცს სჭირდება ნაზი არომატი სიახლის მსუბუქი შტრიხებით.

სუნამო სპორტსმენისთვის - მამაკაცს, რომელიც ზრუნავს გარეგნობასა და ფიზიკურ მდგომარეობაზე, სისტემატურად დადის ცურვაზე, სპორტდარბაზში, ავარჯიშებს კუნთებს, თამაშობს ფეხბურთს, კალათბურთს, რა თქმა უნდა, სპორტული განწყობის ასამაღლებელი არომატი სჭირდება.

შევარჩიოთ სუნამო მუშისთვის - ფიზიკურად გამრჯე ადამიანისთვის სუნამო, პირველ რიგში, დადებითი ემოციების გამომწვევი და ძალების აღმდგენი უნდა იყოს. მიართვით მას მდგრადი, მაგრამ ნაკლებად მძაფრი სურნელის მქონე სუნამო.

სუნამო უცოლო მამაკაცისთვის - ღამის ცხოვრება, ურთიერთობები, სამყაროს უსასრულო შეცნობა - ეს არის უცოლო მამაკაცის არსებობის სტილი. მას მოდური, ყვავილოვანი სპექტრის სუნამო შეეფერება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე იმედია, არ დადასტურდება არაოფიციალური ინფორმაცია - ნანუკა ჟორჟოლიანი მთავრობას მიმართავს გაიღვიძეთ რა!!! რამ დაგადუმად, რამ დაგაგლახავად ასე! იმოქმედეთ რა!!! - გია მაისაშვილი მაშინ როდესაც ბარბარეს სიცოცხლე ქვევრში ჩაკალით?! აბა, გაბედეთ და იმ ქვევრს ახადეთ თავსახური... - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.67
  • 3.15
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.57