სევდია უგრეხელიძის დებატების დატოვებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ნაციონალური მოძრაობის უსუსურობა

ოთხშაბათი, 27 მარტი, 2013 - 14:21

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება – დამოუკიდებელი საქართველოს" ლიდერის ზაზა გაბუნიას განცხადებით, ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში, ნინო ჟიჟილაშვილის გადაცემა "პოლიტმეტრში" სევდია უგრეხელიძის დებატების დატოვებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ნაციონალური მოძრაობის უსუსურობა.

გაბუნიას განცხადებით, ნაცუიონალებს არა აქვთ არავითარი არგუმენტი მათ მიმართ არსებული ლეგიტიმური კითხვების და ეჭვების წინააღმდეგ.

"იმის მიუხედავად, რომ მე თავაზიანობის და კორექტულობის ფარგლებში ვუწევდი ოპონირებას (ამის დასტურად გადაცემის მთელი ჩანაწერი გამოდგება) ქალბატონი სევდია უგრეხელიძე გაიქცა დებატებიდან, რადგან მისთვის მტკივნეული იყო ჩემს მიერ წამოჭრილი საკითხები და ასე შეეცადა სიტუაციის დრამატიზირებას, რაც მორიგი ფანდია ნაციონალური მოძრაობის იაფფასიანი ხრიკებიდან. თუკი თვალს გადავავლებთ გადაცემის და დებატების მსვლელობას, იქ ნათლად ჩანს რომ ქალბატონი სევდია თავიდანვე აპირებდა გადაცემის დატოვებას და ამგვარად შოუს დადგმას. როგორც ჩანს, 8 თებერვლის მოვლენების შემდეგ, როცა ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ქალაქის მერმა დადგა შოუ, ეს საქმე გახდა საქმიანობის მთავარი სფერო თბილისის მერიის მაღალჩინოსნებისთვის. გასაგებია, რომ ჩემს მიერ წამოჭრილი საკითხები, რომელიც თბილისის მერიაში "ნაციონალური მოძრაობის" საქმიანობათან დაკავშირებით დარღევებს ეხებოდა, მტკივნეული იყო ჩემი ოპონენტისთვის, თუმცა მის საქციელს ეს არანაირად არ ამართლებს. მე ვრჩები ერთგული დებატების პატივისცემით პირობებში წარმოებისა, თუმცა ვერაფრით ავიტან უტიფარ ტონს და ნაციონალური მოძრაობის მხრიდან შეცდომების მიღწევებად წარმოჩენის მცდელობას", - განაცხადა ზაზა გაბუნიამ. 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.47
  • 2.97
  • 3.34
  • 0.04
  • 0.71
  • 1.46