მიუხედავად მასმედიაში ატეხილი ისტერიისა, ხარისხის მართვის დეპარტამენტმა პროფესიონალურად და პრინციპულად იმუშავა

ოთხშაბათი, 27 მარტი, 2013 - 13:03

განათლების მინისტრის  გიორგი  მარგველაშვილის განცხადებით,  ხარისხის მართვის დეპარტამენტმა უნივერსიტეტის მმართველობასთან ერთად კარგად იმუშავა და უნივერსიტეტის პრობლემების ძირითადი ნაწილი გამოსწორებულია.

„ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მინდა ვუთხრა დიდი მადლობა, რომ მათ ასი პროცენტით პროფესიონალურად და პრინციპულად იმუშავეს, მიუხედავად იმ აბსოლუტურად ამაზრზენი ისტერისაა, რომელიც ატეხილი იყო მასმედიაში“, - განაცხადა მინისტრმა და სტუდენტებს უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის აღდგენა მიულოცა. 

ახალი გადაწყვეტილება ავტორიზაციის აღდგენის შესახებ ძალაში 12 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებისთანავე შევა.

შეგახსენებთ რომ, 12 მარტს აკრედიტაციის ერიოვნულმა საბჭომ აგრარულ უნივერიტეტს აკრედიტაცია შეუჩერა. საბჭომ უნივერსიტეტს ავტორიზაცია რამდენიმე მიზეზით გაუუქმა. კერძოდ, უხეშ დარღვევად ჩაითვალა ის, რომ სასწავლო სილაბუსებში მითითებული ლიტერატურიდან ყველა წიგნი არ იყო ბიბლიოთეკაში, ან ზოგ წიგნზე არ იყო გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები. ძირითად დარღვევებს შორის დასახელდა აკადემიური პერსონალის შერჩევისა და დანიშვნის საკითხი, კერძოდ, ის, რომ უნივერსიტეტმა კონკურსი გამოაცხადა ერთ ვაკანსიაზე, თუმცა აიყვანა ორი ლექტორი, რადგან ორივე კანდიდატი მოეწონა კომისიას. ავტორიზაციის საბჭოს აზრით, ამით დაირღვა შეჯიბრებითობის პრინციპი.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.4
  • 2.79
  • 3.13
  • 0.04
  • 0.67
  • 1.42