უმცირესობა მმართველ გუნდს ურჩევს, ვენეციის კომიტეტის დასკვნა სრულად გაითვალისწინოს

ოთხშაბათი, 27 მარტი, 2013 - 12:33

საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, პარლამენტში უმრავლესობასა და უმცირესობას შორის კონსულტაციები გაიმართება. იუსტიციის სახლში პარლამენტის თავმჯდომარესთან და უმცირესობის ლიდერთან ერთად კონსულტაციებში მონაწილეობას უმცირესობის სხვა წარმომადგენლებიც მიიღებენ. უმცირესობა მმართველ გუნდს ურჩევს, ვენეციის კომისიის დასკვნა სრულად გაითვალისწინონ.

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ვენეციის კომისიის შენიშვნები კანონპროექტში მაქსიმალურად არის გათვალისწინებული და ცვლილებები შეიძლება შეეხოს მხოლოდ პარლამენტის რეგლამენტის იმ რეგულაციებს, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არცევას შეეხება.  ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებია არჩევისას, რომლებსაც პარლამენტი დაასახელებს და წარადგენს, მაქსიმალურად გათვალისწინებული იყოს უმცირესობის აზრი და მონაწილეობა.  

ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა,  კონსულტაციებში პრეზიდენტიც ჩაერთოს. 

საერთო სასამრთლოების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტმა ორი მოსმენით უკვე მიიღო. მესამე მოსმენა მომავალ კვირაში, სავარაუდოდ, 3 აპრილს გაიმართება.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირებასთან დაკავშირებით ცვლილებათა პაკეტი იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა. ცვლილებების დიდ ნაწილს სასამართლო ხელისუფლებაც დაეთანხმა, თუმცა წარმოდგენილ კანონპროექტში იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენელთა აზრით, ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციასა და ქვეყნის ამ უმთავრესი კანონით გარანტირებულ მოსამართლეთა დამოუკიდებლობის პრინციპს.

ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების ახალი წესის ამოქმედება ავტომატურად არ უნდა იწვევდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძველი შემადგენლობის უფლებამოსილების შეწყვეტას. ვენეციის კომისიის დასკვნის მიხედვით, ამ ცვლილების ამოქმედება ახალი მთავრობის ან საპარლამენტო უმრავლესობის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მისთვის არასასურველი შემადგენლობის საკანონმდებლო ცვლილებების გზით შეცვლის გაუმართლებელ და სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის ხელმყოფ პრეცედენტს შექმნიდა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეს გარყვნილ ევროპაში ხდება - სულა სულაშვილი შეცდომები შეცდომებზე დააშვებინა პოროშენკოს, ბოლომდე გააბანძა - ირაკლი ტაბლიაშვილი როგორი ლოკალური და მიკროა მთელი ქართული პოლიტიკა სააკაშვილთან შედარებით - ნიკა გვარამია საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შესთხოვოს მამაზეციერს, რომ პოროშენკო მას მაინც თუ დაიჭერს, საქართველოში აღარ გამოუშვას - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილზე ვაცხადებ, ხელისუფლება მომავალ არჩევნებში კიდევ ერთხელ გაჟიმავს ოპოზიციას - ირაკლი წერეთელი ქართულმა სახელმწიფომ დაამტკიცა, რომ ქართულ ეკლესიაში არიან პატრიარქის თუ არა, საერთოდ ადამიანის მკვლელობის მოსურნე სასულირო პირები - გაიოზ მამალაძის რჩევა ხელისუფლებას

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.47
  • 2.97
  • 3.34
  • 0.04
  • 0.71
  • 1.46