თელავის რაიონული პროკურორის მოადგილე პასუხისგებაში მიეცა

ოთხშაბათი, 27 მარტი, 2013 - 10:49

თელავის რაიონული პროკურორის მოადგილე ზურაბ ჯავახიშვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა. ზურაბ ჯავახიშვილს ბრალი სამსახურებრივ გულგრილობაში ედება. 2007 წლის 24 აგვისტოს, პროკურორის თანამდებობაზე ყოფნის დროს, ალექსანდრე ბახუტოვი დამნაშავედ ცნეს ლაშა ჩოფიკაშვილის განზრახ მკვლელობაში, მაშინ როცა ეს უკანასკნელი ცოცხალი იყო.

 2007 წლის 1 ოქტომბერს გამოძიების მიერ მოკლულად გამოცხადებული ლაშა ჩოფიკაშვილი ცოცხალი აღმოჩნდა. მის მკვლელობაში ბრალდებულ ბახუტოვს განზრახ მკვლელობისთვის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ასევე მკვლელობის თანამონაწილეობისთვის კიდევ სამი ადამიანი გასამართლდა.

 სამსახურებრივ გულგრილობაში ბრალდებული ჯავახიშვილის ადგილსამყოფელის დადგენა და დაკავება ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6