ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე “Agile Spirit 2013”-ის შემაჯამებელი სწავლება გაიმართა

სამშაბათი, 26 მარტი, 2013 - 20:16

ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე ქართულ-ამერიკული სწავლება Agile Spirit 2013”-ის შემაჯამებელი წვრთნა გაიმართა. სწავლებაში მონაწილე ქართული და ამერიკული ქვედანაყოფები პირობითი სცენარის მიხედვით ერთობლივად ასრულებდნენ საბრძოლო ამოცანებს. სწავლებაში გამოყენებული იყო „მაილსის“ ლაზერული სისტემები და შეჯავშნული საბრძოლო მანქანები.

შემაჯამებელ საველე წვრთნაში ქართული და უცხოური მედიის წარმომადგენლებმაც მიიღეს მონაწილეობა. ჟურნალისტები ქვედანაყოფებთან ერთად გადაადგილდებოდნენ და სხვადასხვა საბრძოლო ამოცანებს უშუალოდ სასწავლო საველე უბნებიდან აშუქებდნენ.

ჟურნალისტები ჩხრეკა-კორდონის, პატრულირების, კონვოირების და ჰუმანიტარულ ოპერაციებში იყვნენ ჩართული. ეს ის საბრძოლო ამოცანებია, რომელიც ავღანეთში ISAF-ის ოპერაციის დროს სრულდება.

“Agile Spirit 2013”-ის შემაჯამებელი სწავლება კიდევ ორ დღეს გაგრძელდება, რითაც წვრთნის აქტიური ფაზა დასრულდება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.12
  • 3.51
  • 0.05
  • 0.68
  • 1.5