ტეხასში სამეცნიერო ლაბორატორიიდან სასიკვდილო ვირუსის სინჯარა გაქრა

სამშაბათი, 26 მარტი, 2013 - 20:09

ტეხასის შტატის ქალაქ გალვესტონის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის ხელმძღვანელობამ სასიკვდილო ვირუსის  „გუარანიტოს“ დაკარგვის შესახებ განცხადება გააკეთა. ამის შესახებ ინფორმაცია USA Today-მ გაავრცელა.

გამოცემის ინფორმაციით, ვირუსი შეიძლება გამოყენებული იყოს ბიოლოგიურ იარაღად, მთავრობა კი მას მოქალაქეებისთვის უსაფრთხოდ მიიჩნევს.

ლაბორატორიულ ჭურჭელში მოთავსებული ვირუსი სამაცივრე კამერაში იყო შენახული, თუმცა, USA Today-ს ცნობით,  ინვენტარიზაციის  რუტინული პროცესის დროს გაქრა.

ინციდენტის შესახებ დაუყოვნელივ აცნობეს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრს და FBI-ს.

ცენტრის უსაფრთხოების სისტემებში დარღვევა არ აღმოჩენილა და უცხოც არავინ დაფიქსირებულა. აქედან გამომდინარე, ლაბორატორიის ხელმძღვანელობა ვარაუდობს, რომ სინჯარა დალაგების დროს შემთვევით გატყდა და ნამსხვრევები ნაგავს გააყოლეს.

ბოლო ინვენტარიზაცია, რომელიც  2012 წლის ნოემბერში ჩატარდა, სინჯარა თავის ადგილას იყო შენახული.

„გუარანიტო“ არის ნაკლებად ცნობილი ვირუსული ინფექცია. მან შეიძლება გამოიწვიოს ჰემორაგიული ცხელება, და ყოველი მესამე ადამიანის სიკვდილი. თუმცა, ვირუსის გადამტანები არიან მხოლოდ ერთი სახეობის ვირთხები,სინჯარა რომლებიც ბინადრობენ ვენესუელაში. შესაბამისად, მკვლევარები თვლიან, რომ ვირუსი არ გადაედება ამერიკულ ვირთხებს ან ადამიანიდან ადამიანს.

ქალაქ გალვესტონის ლაბორატორია ექვემდებარება ტეხასის უნივერსიტეტს და სპეციალიზებულია განსაკუთრებით საშიში ვირუსების ანტიდოტების შექმნაში. ლაბორატორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა იქ რაიმე დაიკარგა.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39