კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა ფსიქო-სარეაბილიტაციო პროგრამის მეორე ეტაპი დაიწყო

სამშაბათი, 26 მარტი, 2013 - 19:58

აჭარის პრობაციის ბიუროს, არასამთავრობო ორგანიზაცია „წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის“ („GCRT“) და ამერიკული ორგანიზაცია „PH-International“-ის მხარდაჭერით, ბათუმში დაიწყო კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა ფსიქო-სარეაბილიტაციო პროგრამის მეორე ეტაპი.

პროგრამაში მონაწილე არასრულწლოვანი პრობაციონერები ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე შეირჩნენ. ორთვიანი პროგრამა მოიცავს როგორც ჯგუფურ სესიებს, ისე ინდივიდუალურ სეანსებს. გამოცდილი ფსიქოლოგები მოზარდებს ესაუბრებიან ეფექტური კომუნიკაციის დამყარების, აგრესიის მართვის, კონფლიქტების პრევენციის, დანაშაულის გენეზისისა და მისგან გამოწვეული ზიანის გაცნობიერების საკითხებზე.

ანალოგიური ფსიქო-სარეაბილიტაციო პროგრამა აჭარის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფმა 11-მა არასრულწლოვანმა უკვე გაიარა.

პრობაციის რეგიონული ბიუროები, პირობით მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის მიზნით, მჭიდროდ თანამშრომლობენ არასამთავრობო სექტორთან. ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში მრავალ პრობაციონერს გაეწია როგორც სამედიცინო და ფსიქოლოგიური, ისე იურიდიული და სოციალური ხასიათის დახმარება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.4
  • 2.76
  • 3.11
  • 0.04
  • 0.68
  • 1.42