გარემოსდაცვითი პროექტებისათვის მცირე გრანტები გამოიყოფა

სამშაბათი, 26 მარტი, 2013 - 19:53

ქართული არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციები მცირე გრანტების პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას, რომლის მიზანია გარემოსდაცვითი ინიციატივების მხარდაჭერა. პროგრამის საერთო ბიუჯეტი 750 ათასი აშშ დოლარია.

მცირე გრანტების პროგრამა ხელს შეუწყობს ისეთ პრიორიტეტული მიმართულებებს, როგორებიცაა: ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია, კლიმატის ცვლილება, საერთაშორისო წყლები, მიწის დეგრადაცია, ქიმიური ნივთიერებები და ნარჩენები.

გარდა ამისა, პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ინიციატივები წვლილს შეიტანენ სიღარიბის დაძლევაში, ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური პირობების გაუმჯობესებაში და გენდერული თანასწორობის საკითხებში.

 მცირე გრანტების პროგრამას ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოში გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) დაფინანსებითა და საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით.

 მცირე გრანტების პროგრამის ოფიციალური წარდგენა ხვალ გაიმართება, რომელსაც საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე და UNDP-ის ხელმძღვანელის მოადგილე ინიტა პაულოვიჩა დაესწრებიან.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.45
  • 2.99
  • 3.42
  • 0.04
  • 0.6
  • 1.45