ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ევროპაში ვიზიტი შეაჯამა

სამშაბათი, 26 მარტი, 2013 - 19:48

სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან დავითაშვილმა საერთაშორისო გამოფენებსა და ღონისძიებებზე საქართველოს მონაწილეობა დღეს შეაჯამა.

16-26 მარტის ჩათვლით, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ რამდენიმე საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. აღსანიშნავი იყო ლონდონის საერთაშორისო ბიოღვინისგამოფენა, რომელზეც 12-მა ქართულმა ბიოღვინის მწარმოებელმა კომპანიამ თავისი პროდუქცია წარადგინა. გერმანიაში, ქალაქ დუსლედორფში, 24-26 მარტს მიმდინარე მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გამოფენა,,ProWein 2013”-ზე სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, 15 ქართული კომპანიაა წარმოდგენილი. აღნიშნულ გამოფენას 5000-ზე მეტი მეწარმე, ღვინის ექსპერტები, სომელიეები, მსხვილი იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანიები, ასევე საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები ესწრებიან.

ლევან დავითაშვილმა რუსეთში ქართული ღვინის დაბრუნების საკითხზეც გააკეთა კომენატარი.

,,რუსეთის ბაზარი ერთადერთი არ არის და იქ მუშაობა სხვა ბაზრებზე უარის თქმას არ გულისხმობს. ქართული ღვინისთვის მნიშვნელოვანია რუსეთის ბაზარზე დაბრუნებაც, რაზეც ჩვენ ბოლო ორი თვეა ვმუშაობთ. პირველ ეტაპზე შემოწმებულმა კომპანიებმა უკვე დაიწყეს თავიანთი პროდუქციის რუსეთში დარეგისტრირების პროცესი. ამას, შესაძლებელია, დაახლოებით ერთი თვე დასჭირდეს. რაც შეეხება დარჩენილ საწარმოებს, მათი შემოწმება მომავალ კვირას მოხდება. რუსეთიდან მეორე დელეგაცია პირველ აპრილს ჩამოდის. ექსპერტები დარჩენილ საწარმოებს ეწვევიან და ჰიგიენურ-სანიტარულ ნორმებს შეამოწმებენ. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მივდივართ და ქართული ღვინო მალე გამოჩნდება რუსეთის ბაზარზე”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ ღვინის ეროვნული სააგენტო სტრუქტურულ ცვლილებს გეგმავს. ასევე, მიმდინარეობს მუშაობა ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან ჰარმონიზაციაზე.

ქართული ღვინის სააგენტოს მთავარ მიმართულებად კვლავ რჩება ქართული ღვინის პოპულარიზაცია და მისთვის ბაზრების მოძიება მსოფლიო მასშტაბით.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.4
  • 2.76
  • 3.11
  • 0.04
  • 0.68
  • 1.42