ეკა ბესელიასთან არასამთავრობოების შეხვედრა გაიმართება

სამშაბათი, 26 მარტი, 2013 - 19:32

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან ეკა ბესელიასთან არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაზე პატიმრობის კოდექსის ცვლილებებს, პენიტენციური სისტემის დაწესებულებებზე საზოგადოებრივ მონიტორინგს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებებს, სისხლის სამართლის კოდექსისა და პრობაციის შესახებ კანონის საკითხებს განიხილავენ.  

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ "ციხის საერთაშორისო რეფორმა:, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, "კონსტიტუციის 42-ე მუხლი", საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის, საზოგადოებრივი დამცველი, წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი, ახალგაზრდა ადვოკატები.

შეხვედრა ხვალ, 12:00 საათზე გაიმართება.

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6