ხელისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელში ჩაგდებას ცდილობს - დავით დარჩიაშვილი

სამშაბათი, 26 მარტი, 2013 - 16:02

სასამართლოების მსგავსად, ხელისუფლებას სურვილი აქვს, საზოგადოებრივი მაუწყებელი ჩაიგდოს ხელში, - განაცხადა უმცირესობის ერთ-ერთმა წევრმა დავით დარჩიაშვილმა "პრაიმტაიმის" პრესკლუბში დღევანდელ პრესკონფერენციაზე.

დარჩიაშვილის თქმით, მაუწყებლის შესახებ კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის თამარ კორძაიას შუალედურ არჩევნებში "ქართული ოცნების" კანდიდატად სახელდება გარკვეულ ეჭვებს აჩენს.

"სასამართლოების მსგავსად, ხელისუფლებას აქვს სურვილი საზოგადოებრივი მაუწყებელი ჩაიგდოს ხელში. სწორედ ამას ემსახურება ის კანონპროექტი, რომელიც მაუწყებლის შესახებ პარლამენტში იქნა ინიცირებული და რომლის "მფარველ ანგელოზად" ელისო ჩაფიძე გვევლინება. გარდა ამისა, ამ კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი თამარ კორძაია შუალედურ არჩევნებში "ქართული ოცნების" კანდიდატად სახელდება, რაც თავისთავად აჩენს ეჭვებს. ამ კანპროექტის კიდევ ერთი ავტორი ბატონი ლაშა ტუღუში თავის დროზე "რესპუბლიკური" პარტიის წევრი გახლდათ და მათი პოლიტიკური შეხედულებები ყველასთვის ცნობილია" , - განაცხადა დარჩიაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6