კადეტები ხელოვნების მუზეუმს სტუმრობდნენ

სამშაბათი, 26 მარტი, 2013 - 17:49

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით დღეს, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მსმენელები ესტუმრნენ.

ლიცეუმის მსმენელებმა ნაპოლეონის ეპოქისადმი მიძღვნილი გამოფენა „ნაპოლეონი და მისი ეპოქა“დაათვალიერეს. მათ გამოფენის ავტორმა, „ნაპოლეონის საერთაშორისო საზოგადოების“ წევრმა, პროფესორმა ივანე მენთეშაშვილმა უმასპინძლა და ლექცია-სემინარის ფარგლებში ფრანგი გენერლის ცხოვრებასა და სამხედრო მოღვაწეობაზე ესაუბრა.

კადეტებს შესაძლებლობა ჰქონდათ ფრანგი და იტალიელი მხატვრების - ჟაკ-ლუი დავიდის, ფრანსუა ჟერარისა თუ ლორენსო ბარტოლინის ნამუშევრებს გაცნობოდნენ. სტუდენტებმა შეხვედრის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადეს და იმედი გამოთქვეს, რომ მსგავს ღონისძიებებზე დასწრების საშუალება მომავალშიც ექნებათ.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.4
  • 2.76
  • 3.11
  • 0.04
  • 0.68
  • 1.42