იური ხუფენია ამერიკის ელჩს პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს

სამშაბათი, 26 მარტი, 2013 - 17:45

შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი იური ხუფენია ამერიკის ელჩს რიჩარდ ნორლანდს მიმართავს და პოლიტიკურ თავშესაფასს სთხოვს. მისი თქმით, მის ოჯახს საქართველოში საფრთხე ემუქრება და მათ მიმართ ფარული დევნა ხორციელდება. 

"უახლოეს დღეებში და უახლოეს მომავალში მე შევხვდები საქართველოში აკრედიტირებულ ყველა დიპლომატიურ კორპუსს და ჩავაყენებ მათ საქმის კურსში. მოვუყვები ყველაფერს დეტალურად და ვთხოვ ამერიკის ელჩს რიჩარდ ნორლანდს, რომ ჩემი და ჩემი ოჯახის უფლებები ირღვევა, ჩემი ოჯახი არის საფრთხის ქვეშ და არ ვიცი,  რა დამემართება. მე ვითხოვ პოლიტიკურ თავშესაფარა", - განაცხადა ხუფენიამ.

ასევე, მისი განცხადებით მან მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს, თუმცა მის მიმართვას გამოხმაურება არ მოჰყოლია.

შეგახსენებთ, რომ იური ხუფენია შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებში 1991 წლიდან ირიცხება. მუშაობდა ძირითადად უშიშროების ხაზით, ბოლო 4 წელი კი მეტროპოლიტენში პატრულად  მუშაობდა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.94
  • 3.27
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46