"ნაციონალური მოძრაობა" თავის კანდიდატებს, სავარაუდოდ, ხვალ დაასახელებს

სამშაბათი, 26 მარტი, 2013 - 17:22

შუალედური არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს "ნაციონალური მოძრაობა" დღეს ან ხვალ დაასახელებს. საპარლამენტო უმცირესობის წევრი მიხეილ მაჭავარიანი კანდიდატების ვინაობის დასახელებისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ მათი ვინაობა მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ყველა ფორმალობა იქნება დაცული.

"საბოლოოდ, ან დღეს ან ხვალ გვიან ამ ინფორმაციას მოგაწოდებთ, კანდიდატები შერჩულია, ამ კვირაში იქნება ამ კანდიდატების წარდგენა. კანდიდატების სიას მას შემდეგ მოგაწოდებთ, რაც ყველა ფორმალობა იქნება დაცული, მე არ მინდა დავარღვიო ეს ფორმალობა", - განაცხადა მაჭავარიანმა.

შეგახსნებთ, რომ შუალედური არჩევნებისთვის კანდიდატების წარდგენის ვადა ცესკოში 28 მარტს იწურება. შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, როგორც ცესკოში განაცხადეს, ამ ეტაპზე რეგისტრირებულია 14 საარჩევნო სუბიექტი. შუალედური არჩევნები ბაღდათის, ნაძალადევის და სამტრედიის ოლქებში ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6