ირაკლი ალასანია სამხედრო ბაზებზე მონიტორინგს ატარებს

სამშაბათი, 26 მარტი, 2013 - 17:05

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია სამხედრო ბაზებზე მონიტორინგს ატარებს. დღეს ირაკლი ალასანია გაერთიანებული შტაბის უფროსთან, პოლკოვნიკ ირაკლი ძნელაძესთან და მის მოადგილეებთან, პოლკოვნიკებთან - ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან, არსენ ცუხიშვილთან და ლაშა ბერიძესთან ერთად პირველად გორში ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ესტუმრა.

თავდაცვის აკადემიიდან თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ მე-5 ქვეით ბრიგადაში გადაინაცვლა. თავდაცვის მინისტრი ბრიგადის პირად შემადგენლობას შეხვდა და მათ საცხოვრებელ პირობებს გაეცნო.

დღესვე ირაკლი ალასანია ქუთაისში მესამე ქვეით ბრიგადას ესტუმრა. თავდაცვის მინისტრმა სამხედროების ყაზარმები დაათვალიერა. ბრიგადის მეთაურმა უწყების ხელმძღვანელს არსებული ინფრასტრუქტურა გააცნო და ბაზაზე მოსაგვარებელი პრობლემების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

თავდაცვის სამინიტროს დელეგაცია ქუთაისის სამხედრო პოლიციასაც ეწვია. მინისტრმა პოლიციის შენობა დაათვალიერა და მუშაობის შესახებ დეტალური ინფორმაცია სამხედრო პოლიციის უფროსისგან პირადად მიიღო.

დღესვე ირაკლი ალასანია კადეტთა ლიცეუმს სტუმრობდა. თავდაცვის მინისტრი დელეგაციის წევრებთან ერთად სტუდენტების სასწავლო პროცესს და საცხოვრებელ პირობებს გაეცნო.

თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია დღესვე აჭარას ეწვევა. როგორც ცნობილია, ქართული ქვედანაყოფები სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში და სამძებრო სამუშაოებში იღებენ მონაწილეობას. მინისტრი ქართველი სამხედროების მუშაობის პროცესს პირადად გაეცნობა.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე იმედია, არ დადასტურდება არაოფიციალური ინფორმაცია - ნანუკა ჟორჟოლიანი მთავრობას მიმართავს გაიღვიძეთ რა!!! რამ დაგადუმად, რამ დაგაგლახავად ასე! იმოქმედეთ რა!!! - გია მაისაშვილი მაშინ როდესაც ბარბარეს სიცოცხლე ქვევრში ჩაკალით?! აბა, გაბედეთ და იმ ქვევრს ახადეთ თავსახური... - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.68
  • 3.15
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.58