სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სფეროში მიღწეული პროგრესის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა

სამშაბათი, 26 მარტი, 2013 - 16:46

სასტუმროში „ქორთიარდ მარიოტი“ დღეს გამართულ პრეზენტაციაზე  სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სფეროში გასული სამი წლის განმავლობაში მიღწეულ პროგრესზე იმსჯელეს.

ქვეყანაში შიდა აუდიტისა და შიდა მენეჯერული კონტროლის სისტემის კოორდინაციას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ჰარმონიზაციის ცენტრის მეშვეობით. შესაბამისად, პრეზენტაცია ფინანსთა სამინისტროს ინიციატივით, ჰარმონიზაციის ცენტრის ორგანიზებითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) დახმარებით გაიმართა.

პრეზენტაცია, როგორც მაკოორდინირებელი სამინისტროს ხელმძღვანელმა, გახსნა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა.

საიუბილეო შეხვედრაზე გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) შორის, რომელიც აქტიურად ეხმარება ქართულ მხარეს შიდა აუდიტის განვითარების მიმართულებით.

„გერმანელი კოლეგები დაგვეხმარებიან ამ სისტემის აწყობაში. მოხარული ვარ, რომ დღევანდელ ღონისძიებას ესწრებიან ჩვენი სომეხი კოლეგები, რომლებიც გაიზიარებენ საქართველოში არსებულ გამოცდილებას. იმედი მაქვს, შიდა აუდიტის სამსახურის მუშაობა ხელს შეუწყობს ერთის მხრივ, ბიუჯეტის ხარჯების ეფექტიანად გამოყენებას და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, სამინისტროების შიდა მენეჯმენტის განხორციელებას,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა.

„გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება აქტიურად თანამშრომლობს ქართულ მხარესთან. დღეს ხელმოწერილი მემორანდუმი დაგვეხმარება ეს ურთიერთობა კიდევ უფრო გააქტიურდეს. მნიშვნელოვანია, შიდა აუდიტის რეფორმა თქვენს ქვეყანაში ჩატარდეს საერთაშორისო გამოცდილებისა და პრაქტიკის გათვალისწინებით. ამ სისტემის გამართულად ფუნქციონირება აუცილებელია, რათა ეფექტურად და მიზანმიმართულად მოხდეს საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა,“ - განაცხადა GIZ-ის გენერალურმა დირექტორმა მარტინ ჰომოლამ.

შეხვედრაზე იმსჯელეს საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის პროცესში შიდა აუდიტის განვითარებისა და გაძლიერების მნიშვნელობაზე, რაც ხელს შეუწყობს შიდა აუდიტის პოპულარიზაციას საჯარო სექტორში, ასევე შეჯამდა სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის ჩამოყალიბებისთვის გასული 3 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობა.

აღნიშნულ ღონისძიებას დაესწრნენ შიდა აუდიტის სუბიექტის უფროსები და შიდა აუდიტორები. ასევე, სომხეთის ფინანსთა სამინისტროს ჰარმონიზაციის ცენტრის წარმომადგენლები, რომლებთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების კუთხით.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად, შიდა აუდიტი ჩამოყალიბებულია 12 სამინისტროში, დარჩენილ 4 სამინისტროში შესაბამისი სტრუქტურა უნდა შეიქმნას 2014 წლამდე.

ჰარმონიზაციის ცენტრი ორ წელზე მეტია ფუნქციონირებს და ხელს უწყობს რეფორმის ეფექტურად განხორციელებას. ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა დონორებთან (GIZ, EU Support Program, SIGMA, etc.) საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების, საუკეთესო პრაქტიკის გაცნობისა და შემდგომი დანერგვის მიზნით.

• შიდა აუდიტის მთავარ ფუნქციაა სწორად შეაფასოს სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობა და გასცეს რეკომენდაციები ხელმძღვანელისთვის, თუ როგორ უნდა გამოსწორდეს ან გაუმჯობესდეს სისტემა, რათა საჯარო დაწესებულებამ შეძლოს დასახული მიზნების უფრო ეფექტურად მიღწევა;

• შიდა აუდიტის საქმიანობა და მიდგომები რადიკალურად განსხვავდება გენერალური ინსპექციებისგან, რადგან მიზანია, სისტემური ცვლილებების განხორციელება და არა დამნაშავის პოვნა ან მისი დასჯა;

• შიდა აუდიტის სუბიექტების არსებობა საჯარო სექტორში საერთაშორისო გამოცდილებითაა მიღებული და ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნაა.

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.4
  • 2.79
  • 3.13
  • 0.04
  • 0.67
  • 1.42