ევროკავშირის დახმარებით „დევნილთა პროგრამა IV“ დაიწყება

სამშაბათი, 26 მარტი, 2013 - 15:58

საქართველოს განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტის დავით დარახველიძის ხელმძღვანელობით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა.

საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებმა ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელებული „დევნილთა პროგრამა III“ და დაგეგმილი “დევნილთ პროგრამა IV“ განიხილეს.

„დევნილთა პროგრამა III-ის“ ფარგლებში ბათუმში 22 საცხოვრებელი კორპუსი აშენდა, ფოთში - 32 და წყალტუბოში - 10 კორპუსი. მიმდინარე პროექტებია ფოთში 7 კორპუსის მშენებლობა, რომელიც ივლისის თვეში უნდა დასრულდეს.

სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრას ესწრებოდნენ ევროკავშირის წარმომადგენლები, რომლებმაც გასულ პერიოდში განხორციელებულ სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით გარკვეული შენიშვნები დააფიქსირეს.

როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, დავით დარახველიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, სამუშაო შეხვედრის ძირითადი თემა დევნილებისათვის მიმდინარე მშენებლობები იყო.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46