ვაშლი სასარგებლოა როგორც ჯანმრთელობისთვის, ისე სახის კანისთვის

სამშაბათი, 26 მარტი, 2013 - 15:32

ვაშლი ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული და სასარგებლო ხილია  ჯანმრთელობისთვის. ვაშლი მინერალებისა და ვიტამინების ყველაზე დიდ რაოდენობას შეიცავს. მინერალებიდან ვაშლი შეიცავს კალიუმს, ფოსფორს, კალციუმს, მაგნიუმს, ნატრიუმს და განსაკუთრებით დიდი რაოდენობით რკინას,

ვიტამინებიდან - C, E, B1, B2, B6, PP ვიტამინებს, კაროტინსა და ფოლიუმის მჟავას. რაც მთავარია, ეს კომპონენტები ვაშლში ადვილად ასათვისებელი ფორმით და ჩვენი ორგანიზმისთვის მეტად ოპტიმალური კომბინაციით არის წარმოდგენილი.

ვაშლის რეგულარული მიღება ჯანმრთელობასთან ერთად გარეგნობაზეც აისახება. ის აფერხებს ნაოჭების განვითარებას, ასტიმულირებს თმის ზრდას. ვაშლისგან სახის კანისათვის მეტად სასარგებლო ნიღბები მზადდება. გახეხილი ვაშლი საუკეთესო დამატენიანებელ ეფექტს ახდენს.

ნიღაბი ნორმალური კანისთვის - გახეხეთ ერთი საშუალო ზომის ვაშლი, შეურიეთ ერთი ჩაის კოვზი არაჟანი ან ზეითუნის ზეთი და ერთი ჩაის კოვზი სახამებელი. წაისვით სახესა და კისერზე. გაიჩერეთ 20 წუთი, ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

ნიღაბი ცხიმიანი კანისთვის - წვრილად დაჭრილი ვაშლი მოხარშეთ ცოტაოდენ რძეში. მიღებული მასა წაისვით სახესა და კისერზე. გაიჩერეთ 20 წუთი, ჩამოიბანეთ გრილი წყლით.

ნიღაბი მშრალი კანისთვის - გახეხეთ ერთი საშუალო ზომის ვაშლი, შეურიეთ ერთი ჩაის კოვზი თაფლი და ერთი სადილის კოვზი დაფქული შვრიის ფანტელი. წაისვით სახესა და კისერზე. გაიჩერეთ 20 წუთი, ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.56
  • 3.03
  • 3.44
  • 0.04
  • 0.67
  • 1.51