კივის სასარგებლო თვისებები სიცოცხლის ხანგრძლივობაზე აისახება

სამშაბათი, 26 მარტი, 2013 - 15:11

დიეტოლოგებმა დაადგინეს, რომ კივი ორგანიზმი გამოიმუშავებს ენდორფინებს, ეგრეთ წოდებულ ბედნიერების ჰორმონებს. ერთ კილოგრამ კივის, სპეციალისტთა ვარაუდით, შეუძლია, ადამიანს ერთი თვით გაუხანგრძლივოს სიცოცხლე.

გარდა ამისა, კივი აწესრიგებს არტერიულ წნევას, თირკმლებისა და კუჭ-ნაწლავის მუშაობას; ასევე, დადებითად მოქმედებს ემოციურ მდგომარეობაზე. მთლიანობაში, კივი, მასში შემავალი სასარგებლო ნივთიერებების წყალობით, სასიკეთოდ მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობასა და შესაბამისად, მისი სიცოცხლის ხანგრძლივობაზე.

კივის ნაყოფი უნიკალურია იმითაც, რომ, ფაქტობრივად, არაკალორიულია, სასარგებლო ნივთიერებებს კი უხვად შეიცავს - ეს გახლავთ პექტინები, ორგანული მჟავები, ვიტამინების უზარმაზარი ნაკრები, რომელთა შორის ყველაზე მეტია მაგნიუმი, კალიუმი, ფოსფორი, რკინა.

C ვიტამინი კი კივიში გაცილებით მეტია, ვიდრე ფორთოხალში. ამიტომაც კივი ფორთოხალზე უკეთ იცავს ორგანიზმს ინფექციებისგან და ამაღლებს იმუნიტეტს.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.55
  • 3.11
  • 3.5
  • 0.05
  • 0.67
  • 1.5