“აირზენა-ჯორჯიან ეირვეისის“ მიერ ერაყის მიმართულებით პირდაპირი რეისები საქართველოში ტურისტების რაოდენობას გაზრდის - ნინო ჯერენაშვილი

სამშაბათი, 26 მარტი, 2013 - 14:53

“აირზენა-ჯორჯიან ეირვეისის“ მიერ ერაყის მიმართულებით დაწყებული პირდაპირი რეისების შესრულებას ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორანტი ნინო ჯერენაშვილი გამოეხმაურა.

მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი ერაყიდან ჩამომსვლელი ტურისტების რაოდენობას გაზრდის.

"პირდაპირი რეისების დანიშვნა მეტად მნიშვნელოვანია თავად ერაყელებისათვის, ერთის მხრივ, რომ მათ ბევრმა ქვეყანამ ვიზების გაცემაც კი შეუწყვიტა, ხოლო მეორეს მხრივ, საქართველოში მკვეთრად გაიზრდება ტურისტების ნაკადის რიცხვი", - განაცხადა ჯერენაშვილმა.

დოქტორანტს 2011 და 2012 წლის მონაცემები მოჰყავს, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში ტურისების შემოდინების რაოდენებომა მკვეთრადაა გაზრდილი.

"2011 წლის მონაცემების მიხედვით ქვეყანაში დაახლოებით 600 ტურისტი იყო, 2012 წელს ეს ციფრი დაახლოებით 12-ჯერ გაიზარდა და შეადგინა 7000 ტურისტი", - აცხადებს ჯერენაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ავიაკომპანია “აირზენა-ჯორჯიან ეირვეისმა“ ერაყის დედაქალქ ერბილში პირდაპირი რეისების შესრულება დაიწყო, რომელიც კვირაში ორჯერ შესრულდება.

ნუგო სოტკილავა

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41