ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას გადასახური მაასლა გადასცა

სამშაბათი, 26 მარტი, 2013 - 14:47

სტიქიის შედეგად დაზარალებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ რაიონის გამგეობას უსასყიდლოდ 60 კუბური მეტრი წიწვოვანი ჯიშის ფიცარი და კოჭი გადასცა.

დაზიანებული სახლების გადახურვისთვის საჭირო ხის მასალა გუშინ გვიან ღამით ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სამტრედიის ბაზიდან დაიტვირთა. მასალის დატვირთვას ფინანსთა მინისტრის მოადგილე დავით ებრალიძე, მომსახურების სააგენტოს გენერალური დირექტორი გიორგი ჯავახიშვილი და ოზურგეთის რაიონის გამგებელი კოტე შარაშენიძე დაესწრნენ.

„ოზურგეთის დაზარალებული მოსახლეობისთვის გათვალისწინებული აღნიშნული დახმარება აუცილებელი იყო სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების დასაწყებად. საჭიროების შემთხვევაში, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მზადაა საშენი მასალები მიაწოდოს აღმოსავლეთ საქართველოში დაზარალებულ მოსახლეობასაც. შესაბამისად, სტიქიით დაზარალებული ყველა ოჯახი მიიღებს დახმარებას,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, დავით ებრალიძემ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5