ჰოროსკოპის რომელი ნიშნის ქვეშ იბადებიან შინაბერები?

სამშაბათი, 26 მარტი, 2013 - 14:39

აშშ-ის ასტროლოგების ასოციაციამ გადაწყვიტა გაერკვია არსებობს თუ არა ქალების დაუქორწინებლობის საერთო ნიშნები ჰოროსკოპებში. იმისათვის, რომ ამ კითხვაზე ობიექტური პასუხი მიეღოთ, ასტროლოგებმა გამოიკვლიეს იმ 34 ქალის ჰოროსკოპი, რომლებიც არასოდეს ყოფილან გათხოვილები.

შერჩევის კრიტერიუმი საკმაოდ მკაცრი იყო: არცერთი ოფიციალური ქორწინება მთელი ცხოვრების მანძილზე. ამასთან, გამოკვლეულები იყვნენ როგორც კლასიკური "შინაბერები", ასევე ის ქალებიც, რომლებსაც მოკლე ან ხანგრძლივი არაოფიციალური ურთოერთობები ჰქონიათ. რაც შეეხება შვილებს, რამდენიმე მათგანს ისინი ჰყავდათ, დანარჩებს კი – არა.

როგორც ამერიკელმა ასტროლოგებმა გაარკვიეს, დაუქორწინებლობის ძირითადი ასტროლოგიური მიზეზები მართლაც არსებობს...

პირველი, რასაც ასტროლოგებმა მაშინვე მიაქციეს ყურადღება, ის იყო, რომ "შინაბერები" ძირითადად ქალწულის ჰოროსკოპის ნიშნის ქვეშ დაიბადნენ. ამის აშკარა მაგალითები გახდნენ – აფროამერიკელი დები სედი და ბესი დელანები.

ერთ-ერთი მათგანი – ეკონომიკის პედაგოგია, მეორე – სტომატოლოგი, ორივე – დღეგრძელები და რაც მთავარია, არცერთს არ ჰქონია არც ოჯახი და არც გრძელვადიანი რომანი.

გრეტა გარბო – კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია, რომლის ჰოროსკოპის ნიშანიც ქალწულია და რომელიც არასოდეს ყოფილა გათხოვილი.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.63
  • 3.09
  • 3.5
  • 0.04
  • 0.69
  • 1.55