ოპოზიციურ პარტიას აქვს უფლება და ვალდებულება იარსებოს - კოტე გაბაშვილი

სამშაბათი, 26 მარტი, 2013 - 14:23

19 აპრილს „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე წასვლას ვაპირებ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან იტალიაში საქართველოს ყოფილმა ელჩმა და უმცირესობის წევრმა  კოტე გაბაშვილი განაცხადა.

გაბაშვილის თქმით, "ნაციონალურ მოძრაობასაც" აქვს უფლება, გამართოს აქცია და მოიყვანოს თავისი აქტივისტები.

„ცხრამეტში, რასაკვირველია, ვაპირებ მისვლას და ჩვენებას იმისა, რომ საქართველოში უნდა არსებობდეს ისეთი ელემენტარული დემოკრატია, როგორიც არის რამდენიმე პარტიის თანაარსებობა. რადგან ახლა „ნაციონალური მოძრაობა“ დამარცხებულია, უმცირესობაშია და წარმოადგენს ოპოზიციურ პარტიას, მას აქვს უფლება და ვალდებულება იარსებოს, როგორც პარტია. ცხრამეტში არის ერთ-ერთი იმ აქციათაგანი, რომელიც გამოავლენს იმას, რომ პარტია და მისი მხარდამჭერები კიდევ არსებობენ“, - განაცხადა გაბაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5