სამშაბათი, 26 მარტი, 2013 - 14:07
აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის მინიჭების საკითხი დღესვე, ავტორიზაციის საბჭოს სხდომაზე უნდა გადაწყდეს. განათლების სახელმწიფო ხარისხის მართვის ავორიზაციის სამმართველოს უფროსის კოტე ჩიკორაიას განცხადებით, საბჭოს სხდომაზე ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა განიხილება და გადაწყვეტილება დღესვე გახდება ცნობილი.
მისივე განმარტებით, აგრარული უნივერსიტეტის წარმომდაგენელს სხდომაზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირების საშუალება ექნება.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ავრორიზაციის საბჭოს სხდომა 18:00 საათზეა ჩანიშნული. პარალელურად სტუდენტები განათლების სამინისტროსთან აქციას გამართავენ.