პრეზიდენტმა პარლამენტს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა კანდიდატურები წარუდგინა

სამშაბათი, 26 მარტი, 2013 - 13:21

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა კანდიდატურები წარუდგინა. პრეზიდენტმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის წარდგინების გათვალისწინებით, პარლამენტს თანხმობის მისაღებად, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა შემდეგი კანდიდატურები წარუდგინა:

 ხათუნა სალუქვაძე - ლიტვის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე, ზურაბ პატარაძე - ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე, ირაკლი კოპლატაძე - თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე, თეიმურაზ შარაშენიძე - აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე, კონსტანტინე კორკელია - ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელის თანამდებობაზე.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46