თბილისის მთავარ არქიტექტორად იურისტი დაინიშნა - ზაზა გაბუნია

სამშაბათი, 26 მარტი, 2013 - 13:13

თბილისის საკრებულო ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ, არქიტექტორ ნიკოლოზ აბაშიძესთან ერთად საკრებუულოში პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც თბილისის მთავარი არქიტექტორის კანონდარღვევით დანიშვნაზე ისაუბრა.

ზაზა გაბუნიას თქმით, რამდენიმე დღის წინ დედაქალაქის მერმა თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ახალი უფროსი წარადგინა, რომელიც არქიტექტურული საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-3 მუხლის მიხედვით ამავდროულად მთავარი არქიტექტორია, რომელიც პროფესიით არ არის არქიტექტორი და იურისტია.

ზაზა გაბუნიას თქმით, საქართველოს კანონი არქიტექტურული საქმიანობის შესახებ ადგენს, რომ არქიტექტორი უნდა იყო შესაბამისი ცენზის და კვალიფიკაციის მქონე ადამიანი. თბილისის მთავარი არქიტექტორი კი არ გახლავთ ამ კვალიფიკაციის მქონე.

“იმის გამო, რომ თბილისს სხვადასხვა დროს, წლების მანძილზე მთავარ არქიტექტორად ყავდა არა არქიტექტორი და შესაბამისი კვალიფიკაციის არ მქონე პირი, რომელიც ვერ უწევდა წინააღმდეგობას საქართველოს პრეზიდენტის და ქალაქის მერის არქიტექტურულ ახირებებს, შედეგად თბილისში მივიღეთ ბევრი უსახური შენობა, რიყის პარკის ტერიტორიაზე არსებული შენობების ჩათვლით”, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

დღევანდელ პრესკონფერენციაზე, არქიტექტორმა ნიკოლოზ აბაშიძემ იმ საფრთხეებზე ისაუბრა, რომელიც თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსის, მთავარი არიქტექტორის თანამდებობაზე არაკვალიფიციური ადამიანის დანიშვნას ახლავს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41