ქმარმა ცოლი ეჭვიანობის ნიადაგზე საკუთარ ავტომანქანაში დანით მოკლა

სამშაბათი, 26 მარტი, 2013 - 13:10

თბილისში, ორხევის დასახლებაში, ქმარმა ცოლი ეჭვიანობის ნიადაგზე საკუთარ ავტომანქანაში დანით მოკლა. მოგვიანებით, ამავე მანქანით, ცხედრიანად პოლიციაში მივიდა და სამართალდამცველებს ჩაბარდა.

შს სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, რაც შვიდიდან თხუთმეტ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შემთხვევა 20 მარტს, ორხევის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. მათ ოთხი შვილი ჰყავთ.

.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46