სტიქიით მიყენებულმა ზარალმა, წინასწარი მონაცემებით, 5 მილიონი ლარი შეადგინა

სამშაბათი, 26 მარტი, 2013 - 12:54

წინასწარი მონაცემებით, სტიქიის შედეგად, მთელი საქართველოს მასშტაბით, ზარალმა  5 მილიონი ლარი შეადგინა. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამთავრობო კომისიის ცნობით, ამ დროისთვის გორში 38, ოზურგეთში 125, ქობულეთში 63, ხელვაჩაურში 102, ბათუმში კი 30 სახლი დაზიანდა.

დაზიანებული სახლების აღდგენას სახელმწიფო სარეზერვო ფონდებიდან განახორციელებს. ადგილობრივი ბიუჯეტების პარალელურად, შედარებით მასშტაბურ სამუშაოებს ცენტრალური ბიუჯეტი დააფინანსებს.

 ბათუმში უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს სანაპიროსა და სანიაღვრე არხების გაწმენდის სამუშაოები. მომავალი წლის ბიუჯეტში კი, ვიცე- პრემიერ კახი კალაძის განცხადებით, მასშტაბური ნაპირსამაგრი სამუშაოებიც იქნება გათვალისწინებული. სპეციალური შტაბის წარმომადგენლები დღეს რეგიონებში შეხვედრებს გამართავენ.

ისნის რაინში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებულ შენობებზე აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. სტიქიამ რაიონში სულ 30-მდე სახლი დააზიანა, მათ დიდ ნაწილს ქარმა სახურავი გადახადა.

დაზიანებული შენობების ნაწილი ადგილობრივმა თვითმმართველობამ უკვე შეაკეთა, ნაწილის რეაბილიტაცია კი კვირის ბოლომე დასრულდება. მ

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.43
  • 3
  • 3.48
  • 0.04
  • 0.59
  • 1.43