შეიარაღებულ ძალებში ორიენტირებით სირბილში შეჯიბრი გაიმართა

სამშაბათი, 26 მარტი, 2013 - 12:16

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ორიენტირებით სირბილში გუნდური პირველობა გაიმართა. შეჯიბრი კოჯორში I ქვეითი ბრიგადის ბაზაზე ჩატარდა. ასპარეზობაში შეიარაღებული ძალების თითოეული ქვედანაყოფიდან, ეროვნული გვარდიის დეპარტამენტიდან და თავდაცვის ეროვნული აკადემიიდან ორ-ორი წარმომადგენელი მონაწილეობდა.

შეჯიბრის დაწყებამდე 34 მონაწილეს სპეციალური ინსტრუქტაჟი ჩაუტარდა. საწყისი წერტილიდან ფინიშამდე, კომპასისა და რუქის საშუალებით, ჯარისკაცებს კოჯრის ტყეში განლაგებული თხუთმეტივე პუნქტი უნდა მოეძებნათ.

მონაწილეები სრულყოფილად შესრულებული დავალების და ასპარეზობის დროის მიხედვით შეაფასეს. გამარჯვებულები სამ საპრიზო კატეგორიაში გამოვლინდნენ. მათ შესაბამისი სიგელები გადაეცათ. პირველი ადგილის მფლობელი III ქვეითი ბრიგადის სადაზვერვო ასეულის კაპრალი გია ხოზრევანიძე გახდა. მან ასევე, მიიღო სპეციალური პრიზი - ყველაზე სწრაფი მორბენალი.

შეჯიბრი ორიენტირებულ სირბილში საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სერჟანტთა მომზადების სკოლის ორგანიზებით პირველად ჩატარდა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41