ირაკლი ღარიბაშვილი სტრასბურგში ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

სამშაბათი, 26 მარტი, 2013 - 11:58

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი  ღარიბაშვილი  სტრასბურგში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში,  ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ტორბიორნ იაგლანდს შეხვდა.

ორმხრივი შეხვედრა გენერალური მდივნის ოფისში ხელმოწერის ცერემონიით დაიწყო. ხელი მოეწერა მნიშვნელოვან დოკუმენტებს: ფულის გათეთრების, დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მოპოვებული შემოსავლების მოძიების, ამოღების, კონფისკაციის და ტერორიზმის დაფინანსების შესახებ კონვენციას; კორუფციის შესახებ სისხლის სამართლის კონვენციის დამატებით ოქმს; სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების ევროპული კონვენციის მეორე დამატებით ოქმს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილე გაბრიელა ბატაინი დრაგონმა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანდასწრებით, ხელი მოაწერა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს გაერთიანებულ პროგრამას ჯანდაცვის კუთხით საქართველოს ციხეებში არსებულ მდგომარეობაზე.

შინაგან საქმეთა მინისტრი ასევე შეხვდა საქართველოს მეგობარი ქვეყნების ელჩებს. საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, მიმდინარე რეფორმებს და თანამშრომლობას ევროპის საბჭოსთან. გარდა ამისა, გაიმართა შეხვედრა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დირექტორატის გენერალურ დირექტორ ფილიპ ბოიასთან.

ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მდივან ვოიჩეკ სავიცკისთან.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41