ერთი წლის გოგიტა აბაშიძის გარდაცვალების ფაქტზე მოკვლევა ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყო

სამშაბათი, 26 მარტი, 2013 - 11:20

ერთი წლის გოგიტა აბაშიძის გარდაცვალების ფაქტზე მოკვლევა ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე დაიწყო. მოკვლევის შემდეგ გაირკვევა, რომელი უწყების პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.

 მოკვლევის შემდეგ თუ დადგინდა, რომ ბავშვის მამას სტაბილური სამსახური ჰქონდა და ბავშვის მიმართ გულგრილობა გამოიკვეთა, არ არის გამორიცხული, მშობლების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს. ამ შემთხვევაში გარდაცვლილი გოგიტა აბაშიძის მშობლებს, შესაძლოა, დანარჩენი შვილების მეურვეობის უფლება შეუჩერონ და ბავშვები მინდობით აღზრდაზე გადაიყვანონ.

შიმშილის გამო წონის დეფიციტისა და განვითარებული პნევმონიის დიაგნოზით, 1 წლის გოგიტა აბაშიძე ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის რესპუბლიკური ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში 21 მარტს შეიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. 

გოგიტა აბაშიძის მშობლები  ხელვაჩაურის რაიონის სოფელ მახოში ცხოვრობენ და კიდევ 4 შვილი ჰყავთ. ოჯახი სოციალურად დაუცველია, თუმცა ისინი სოციალურ დახმარებას არ იღებენ, რადგან შესაბამის სიაში ვერ მოხვდნენ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39