კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია ხვალ პანკისის ხეობას ეწვევა

ორშაბათი, 25 მარტი, 2013 - 21:07

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, ასევე მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი და მინისტრის მოადგილე ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი ხვალ პანკისის ხეიბას ეწვევიან. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელთან  ბექა ბაიდაურთან და ადგილობრივი უმცირესობის წარმომადგენლებთან ერთად, სამინისტროს დელეგაცია გაცნობითი ხასიათის შეხვედრებს გამართავს.

კულტურის მინისტრი, მოადგილეებთან ერთად პანკისის ხეობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს ესტუმრება, ხოლო მოგვიანებით სოფელ დუისში, უსუპ მარგოშვილის სახელობის დუისის საჯარო სკოლაში შეხვედრას გამართავს სკოლის პედაგოგებთან, ხეობის მოსახლეობასთან და უხუცესებთან.

შეხვედრას ხალხური თვითშემოქმედებითი ჯგუფების მიერ წარმოდგენილი საღამო დაასრულებს. 

ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ბაწარის ნაკრძალის დაცული ტერიტორიის, ხადორის ხეობის მონახულება და კულტურის სხვადასხვა ძეგლების დათვალიერება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46