ინფრასტრუქტურის სამინისტრო პრეზიდენტს მორიგი სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს

ორშაბათი, 25 მარტი, 2013 - 20:52

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო დღეს საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ახალქალაქში ვიზიტისას გაკეთებულ განცხადებას მორიგ სიცრუეს უწოდებს. 

"გვინდა, განვაცხადოთ, რომ სააკაშვილი მორიგ ტყუილს ავრცელებს და მის განცხადებას სიმართლესთან საერთო არაფერი აქვს. მან კარგად იცის, რომ გზა, რომელზეც დღეს საუბრობდა, ზამთრის განმავლობაში ყოველ წელს ჩაკეტილია და მოსახლეობა მუდმივად ალტერნატიული გზით სარგებლობს. აღნიშნული მონაკვეთი ხასიათდება ზამთრის პერიოდში ინტენსიური ქარბუქებით, რაც იწვევს უხვ ნამქერს საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე და, ასევე, ხილვადობის მინიმუმამდე დაქვეითებას. აღნიშნულ პირობებში მგზავრთა გადაადგილება საფრთხის მომცველია და, შესაბამისად, ამ მონაკვეთზე, წლების მანძილზე, რთულ კლიმატურ პერიოდში სისტემატიურად იკრძალებოდა ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

2007 წლის სექტემბერში საქართველოს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგების პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის მიერ დამტკიცდა საავტომობილო გზების საუღელტეხილო მონაკვეთების ჩამონათვალი, რომლებიც ზამთრის პერიოდში მოვლა-შენახვას არ ექვემდებარება. მათ შორის არის კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდას საავტომობილო გზაზე არსებული ტიკმანტაჟის 12 კმ-იანი საუღელტეხილო (ნარდევანი-როდიონოვკის) მონაკვეთი.

2008 წელს საუღელტეხილო მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა 31 მარტს; 2009 წელს -13 აპრილს; 2010 წელს - 1 აპრილს; 2011 წელს - 1 აპრილს, ხოლო გასულ, 2012 წელს წელს მოძრაობის აღდგენა შესაძლებელი გახდა მხოლოდ 7 აპრილს.

სამცხე-ჯავახეთის მიმართულებით ზამთრის პერიოდში ავტოტრანსპორტის გადაადგილება ყოველთვის ხორციელდება ალტერნატიული - ხაშური-ახალციხე-ახალქალაქი-ნინოწმინდის საავტომობილო გზით.

აღსანიშნავია, რომ 2009-2011 წლებში ფონდ „ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს“ მიერ გზას ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაც მოიცავდა სავალი ნაწილისა და ხელოვნური ნაგებობების მოწყობას, მაგრამ აღნიშნულ მონაკვეთზე ზამთრის პერიოდში შეუზღუდავი განვლადობის შესანარჩუნებლად აუცილებელი ნამქერსაწინააღმდეგო ნაგებობების მოწყობა არ განხორციელებულა", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ახალქალაქში ვიზიტისას განაცხადა, რომ საავტომობილო გზა გაწმენდილი არ არის და ამის გამო მოსახლეობას პრობლემები ექმნება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5