ბიძინა ივანიშვილი ებრაელ ხალხს ფესახის დღესასწაულს ულოცავს

ორშაბათი, 25 მარტი, 2013 - 19:29

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ებრაელ ხალხს ფესახის (პასექის) დღესასწაულს ულოცავს და თავისუფლება, კეთილდღეობა და მშვიდობას უსურვებს მათ ოჯახებს. "ჯეონიუსი" მილოცვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

ვულოცავ ისრაელის ხალხსა და საქართველოში მცხოვრებ ებრაელებს ფესახის (პასექის) დღესასწაულს, რომელიც ამ დიდი ერისთვის უპირველესი რელიგიური დღე და მონობიდან გამოყვანისა და თავისუფლების სიმბოლოა.

ამ უძველესი ერის რწმენის სიმტკიცე და გამძლეობა უდიდეს პატივისცემას იმსახურებს. საუკუნეები ატარეს ებრაელებმა ეს ტრადიცია, დღემდე სიხარულით ხვდებიან ფესახის (პასექის) დღესასწაულს და მადლობას სწირავენ უფალს თავისუფლებისთვის.

ვუერთდები საქართველოში მცხოვრები ყველა ებრაელის სიხარულს და ვუსურვებ, თავისუფლება, კეთილდღეობა და მშვიდობა არ მოჰკლებოდეთ მათ ოჯახებს", - ნათქვამია მილოცვის წერილში.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59