ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას სტუდენტები აქციაზე დაელოდებიან

ორშაბათი, 25 მარტი, 2013 - 18:22

აგრარული უნივერსიტეტის გადარჩენისათვის საჭიროა, 26 მარტს აგრარულ უნივერსიტეტს დაუბრუნდეს ავტორიზაცია და აკრედიტაცია. დაგვიდექით გვერდში. ნუ მისცემთ მინისტრს კიდევ ერთხელ ჩვენი მოტყუების შესაძლებლობას და აგრარული უნივერსიტეტის ახლა უკვე ირიბი გზით დახურვის შანს,  - აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები საზოგადოებას  Facebook-ის გვერდიდან მხარდაჭერისთვის მიმართავენ.

აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები ხვალ 18:00 საათზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეიკრიბებიან და უნივერსიტეტის აკრედიტაციის და ავტორიზაციის საკითხის გადაწყვეტას დაელოდებიან.

"26 მარტს, სამშაბათს, 18:00 საათზე შევიკრიბოთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და ერთად დაველოდოთ მინისტრის დაპირების შედეგეს - რა გადაწყვეტილებას გამოიტანს სამინისტრო აგრარულ უნივერსიტეტთან დაკავშირებით - დაგვიბრუნებს თუ არა წართმეულ უფლებებს - ავტორიზაციას და აკრედიტაციებს.

სამინისტრომ 26 უფლება წაართვა საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს. აქედან ავტორიზაციის მხოლოდ 1 უფლებაა, ხოლო დანარჩენი 25 უფლება - სასწავლო პროგრამების აკრედიტაცია.

საჭიროა, მინისტრმა დანაპირები შეასრულოს და ავტორიზაციასთან ერთად 26 მარტს დაგვიბრუნოს დანარჩენი 25 უფლებაც"- აღნიშნულია განცხადებაში.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.56
  • 3.1
  • 3.49
  • 0.05
  • 0.68
  • 1.51