გიგი უგულავამ რაიონის გამგებლებს სწრაფი და ეფექტური რეაგირებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა

ორშაბათი, 25 მარტი, 2013 - 18:59

თბილისის მერმა გიგი უგულავამ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომა ჩაატარა. როგორც "ჯეონიუსს" მერიიდან აცნობეს, სხდომაზე უგულავამ მთავრობის წევრებისგან თბილისში სტიქიის შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესახებ, დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

ასევე, გიგი უგულავამ რაიონის გამგებლებს სწრაფი და ეფექტური რეაგირებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

თბილისის მერიის ინფორმაციით სესაბამისი  სამსახურები 24 საათის განმავლობაში, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ იმ პრობლემების აღმოსაფხვრელად, რაც ქარმა დედაქალაქს შეუქმნა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.94
  • 3.27
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46