თინა კანდელაკი და ქსენია სობჩაკი ერთმანეთს ტყუილში სახალხოდ ადანაშაულებენ

ორშაბათი, 25 მარტი, 2013 - 18:45

თინა კანდელაკმა და კსენია საბჩაკმა სახალხოდ ერთმანეთს ტყუილში ბრალი დასდეს. როგორც თინა კანდელაკი სოციალურ ქსელში წერს, მან წლების წინ უთხრა ქსენია სობჩაკს, რომ აღარ აინტერესებდა წამყვანად მუშაობა და უფრო საინტერესო საქმით დაკავება შესთავაზა, ვიდრე სიმღერების გამოცხადებაა.

ქსენია სობჩაკს დიდი სანაცნობო წრე ჰყავს, მას ირგვლივ ოლიგარქები და გავლენიანი ხალხი ახვევია. რამდენიმე ასეთ ოლიგარქს, რომელთაც ჰქონდათ საკმაოდ კარგად აწყობილი ბიზნესი, არ ჰქონდათ საკმარისად კარგი PR-მომსახურება. სწორედ PR-კომპანია გახსნა თინამ, რომელსაც "აპოსტოლი" დაარქვა. კანდელაკი  აცხადებს, რომ უხარია სობჩაკთან ურთიერთობის გაწყვეტა, რადგან მას მოსწონს შრომა და უყვარს შენება და არა დანგრევა, როგორც ქსნიას.

ამ განცხადებას ქსენიამ უპასუხა და განაცხადა, რომ ეს სრული ბსურდია. თინას კი სულ სხვა განზრახვები ჰქონდა. მას უნდოდა პოლიტიკოსებთან დაახლოება და არა მუშაობა, მათ ხომ ყველზე მეტი ფული აქვთ და ეს იყო ყველაზე იოლი ხერხი ფულის შოვნისა.

ეს არ იყო პირველი შემთხვევა სახალხო კამათისა ამ ორ ქალბატონს შორის, თუმცა, ადრე ისინი ძალიან ახლო მეგობრები იყვნენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41