დავით ბაქრაძე და დავით უსუფაშვილი ერთად შეთანხმებულად მუშაობენ - მიხეილ სააკაშვილი

ორშაბათი, 25 მარტი, 2013 - 18:55

საერთო სასამართლოების შესახებ კანონი არის სასიცოცხლო მნიშვნელობის ქართული დემოკრატიისთვის. როგორიც არის, იმ ფორმით თუ ძალით გაიტანეს, მაშინ საქართველოში სამუდამოდ უნდა დავემშვიდობოთ თავისუფალი სასამართლოს იდეასაც კი, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 

პრეზიდენტის თქმით, წლების მუშაობის შედეგად და არჩევნების შედეგად გაჩნდა შანსი, რომ საქართველოში მოქალაქეები იყვნენ დაცული თავისუფალი სასამართლოთი და ახლა ამის მოკვლის დრო არ არის.

სააკაშვილის განცხადებით, კანონი საერთო სასამართლოების შესახებ თუ ამ ფორმით იქნება მიღებული, საქართველო ვილნიუსის სამიტზე ევროპულ პერსპექტივას დაემშვიდობება.

პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ სასამართლოს თავისუფლება ყველა პარტიის ინტერესებში უნდა იყოს და  საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ კანონი პარტიებმა შეთანხმების საფუძველზე უნდა მიიღონ და მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, თვითონაც აქტიურად ჩაერთოს პროცესში.

მისივე თქმით, დავით ბაქრაძე და დავით უსუფაშვილი ერთად შეთანხმებულად მუშაობენ.

"მას შემდეგ რაც ჩვენ შევთანხმდით კონსტიტუციის არა მხოლოდ შინაარსზე, არამედ პროცედურის ფორმაზე, რაც მართლაც მისასალმებელი მოვლენა იყო პარლამენტში, კარგი იქნებოდა, რომ სხვა ძალიან მნიშვნელოვან კანონებზე იგივე გაგრძელდეს. უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რაც არის ვენეციის კომისიაში  გაწერილი", - აღნიშნა სააკაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.8
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39