მოსახლეობის წყალმომარაგება სრულად 00:00 საათის შემდეგ აღდგება

ორშაბათი, 25 მარტი, 2013 - 18:48

ენერგომომარაგებაში შექმნილი შეფერხებების გამო, თბილისის გარკვეულ უბნებს დღეს ღამემდე წყალი შეზღუდვით მიეწოდება. კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი"-ის ინფორმაციით, 24 და 25 მარტს, დღე-ღამის სხვადასხვა მონაკვეთში, ელექტროენერგიის ძაბვის გახშირებული ვარდნისა და რამდენჯერმე შეწყვეტის გამო, პრობლემები შეექმნა კომპანიის რიგ სათავო ნაგებობების, ცენტრალური სატუმბო სადგურებისა და ადგილობრივი წნევის გამაძლიერებელი სატუმბო სადგურების ფუნქციონირებას არაგვის ხეობასა და თბილისში.

ასევე, კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნულის გამო დღეს წყალმომარაგება შეუწყდა: მუხიანის, ლოტკინის, სანერგეს, ავლაბრის, მეტრომშენის, ლილოს, საქნავთის, ვარკეთილის მეურნეობისა და ლოჭინოს დასახლებებს მიმდებარე ქუჩებით; უიარაღოს, კახიანის, ნოსტეს, კაჭრეთის, მაღაროს, კონდოლის, ზაქარაიას, მუშკორის, მესხიშვილის, ილურიძის, ლომთათიძის, ჯავის, ურიდიას, ხუდადოვის, მარუაშვილის, სამშვილდის, სამურზაყანოს, აფხაზეთის, აჭარის, აგარის, ცხრა ძმის, დავითაშვილის, ლამის, თამარაშენის, პაატა სააკაძის, ასპინძის, მრელაშვილის, ბაბისხევის, კაიშაურის, კიკეთის, ნიაბის, გუჯარეთის, მელაანისა და მათ მიმდებარე ქუჩებს; სოფლებს - გამარჯვებასა და ლილოს, ვაზიანის სამხედრო ნაწილს; წყლის მიწოდების ხანგრძლივობა შეუმცირდა: ვაზისუბნის მიკრორაიონებს, მოსკოვის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებს.

კომპანიის ინფორმაციით, მიმდინარეობს დაზიანების აღმოსაფხვრელი გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოები. აღნიშნულ დასახლებებსა და ქუჩების ნაწილს წყალმომარაგება ეტაპობრივად აღუდგება დღეს საღამოდან, ნაწილს კი – 00:00 საათის შემდეგ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.95
  • 3.35
  • 0.04
  • 0.71
  • 1.46